სოფელ გვარას მცხოვრებლები გვარა ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის ამორტიზირებული ნაწილის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება პრობლემურია.აჭარის საგზაო დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის ცვლილებისას სარეაბილიტაციო თანხებს გაითვალისწინებენ, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ.