საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები დაიცვას. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრო ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირების მიზნით ზომები მიიღოს.საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს.განცხადებაში წერია რომ აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს.