მოსახლეობის მოთხოვნა

30 მარტი 2017, 20:00 909 ნახვა

სოფელ ვაიოში მცხოვრებლები საქართველოს სახელმწიფო ელექტორისტემის წარმომადგენლებისაგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ითხოვენ. ამ მიზნით მოსახლეობამ ტექნიკას სამუშაო ობიექტზე შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის ერთ-ერთი  მონაწილე ჯამბულ მახაჭაძე  ამბობს, რომ  მისთვის შეთავაზებული კომპენსაცია საკმარისი არ ყოფილა. ტერიტორია სადაც ელექტროგადამცემი ხაზები უნდა გავიდეს  მის საკარმიდამო ნაკვეთშია. ჯამბულ მახაჭაძე მოითხოვს , რომ ელექტროგადამცემი ხაზები ისეთ ადგილზე გავიდეს, სადაც არ დაზიანდება მოსავალი და ადამიანთა ჯანმრთელობა.  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პროექტი ადამიანის სიცოცხლეზე ზეგავლენას არ ახდენს. ჯამბულ მახაჭაძის კონპენსაციას კი სპეციალური კომისია დაადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი