31 მარტი, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ის 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, მომდევნო წლის დეკემბერში კი ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.