საქართველოს პრეზიდენტი ლიტვას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

29 მარტი 2017, 20:00 739 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში, პოლიტიკოსებთან ერთად, აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები  იმყოფებიან, რომლებიც ერთ-ერთი პირველები გადავლენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.
    ისინი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას.
   ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს პირისპირ შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი