გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა

28 მარტი 2017, 20:00 777 ნახვა

გაერო-ში უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დააყენა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეეხო. უკრაინის ელჩ  ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით, „იქამდე, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია და მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“

ამავე კატეგორიაში