მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. ამ ეტაპზე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.