#ევროპისკენ - ცხელი ხაზი საგარეო საქმეთა სამინისტროში

27 მარტი 2017, 20:00 1113 ნახვა

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 საათის განმალობაში  სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე  294 50 50  დაუკავშირდნენ და უვიზო მიმოსვლის წესებთან, ასევე, პროცედურებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

 საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ევროპის  ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, ქვეყნიდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში  საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი დახვდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი