ხულოში დილიდან თოვს ამ დროისთვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 15 სმ-ს მიაღწია. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელ ირემაძეებსა და საციხურის თემს დენის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც ხულოს გამგეობაში განმარტავენ ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას ერთ საათში აღუდგება. უამინდობას, პრობლემები არ შეუქმნია გადაადგილებასთან დაკავშირებით. გამგეობაში შექმნილია 24 საათიანი საგანგებო შტაბი.
მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე
მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე
მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე
მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე
გაზაფხულის თოვლი. მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე
გაზაფხულის თოვლი. მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: სოფო შავაძე