ერთი დღე ვიზალიბერალიზაციამდე. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაში შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მსურველები. ბათუმის აეროპორტიდან კი ხვალ ევროპის მიმართულებით ფრენები ჩანიშნული არ არის. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველო-ევროკავშირის დროშები გამოიფინა.