ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

25 მარტი 2017, 20:00 960 ნახვა

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ადგილზე მისულ მედიკოსებს 28 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობით, მათ შორის ქალა ფუძის მოტეხილობით დახვდა. დაშავებულს ადგილზე გაეწია პირველი დახმარება და გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შსს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი