ახალი მეწყრული კერა ჩანჩხალოში

24 მარტი 2017, 20:00 844 ნახვა

ახალი მეწყრული კერები სოფელ ჩანჩხალოში ყოველდღიურად აქტიურდება. ჩანჩხალოელები "შუახევი ჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზიანის შესწავლასთან ერთად, სამართლიანი კომპენსაციების მიღებას ითხოვენ - ამ მოთხოვნით 30-მდე ჩანჩხალოელი შუახევის გამგეობის ეზოში შეიკრიბა, სადაც აცხადებდნენ, რომ  ხელისუფლებას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კი   აქციის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან  გადანაცვლებას აანონსებენ. აქციის მონაწილეებს, შუახევის გამგებლის მოადგილემ რუსუდან შავაძემ საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გასაგზავნი წერილი გააცნო. რომლის საფუძველზე სოფლის კომპლექსური შესწავლა მოხდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი