''დედამიწის საათი“ ეს გარემოსდაცვითი ღონისძიებაა , რომლის დროსაც ადამიანები ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ,, დედამიწის საათი’’ მსოფლიოში მეათედ, ხოლო საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ღირსშესანიშნაობები ,,დედამიწის საათის’’ დადგომასთან ერთად ჩაბნელდება. ამ აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიც შეურთდება. ბათუმში კი გარემოს დაცვის სამმართველო დოკუმენტურ ფილმს უჩვენებს, 9 ის ნახევრიდან 10- ის ნახევრამდე კი სასტუმრო ,,შერატონისა’’ და ქალაქის გარე განათებები ჩაქრება.