მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად მამა მიქაელმა დაადასტურა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.