“აჭარა - მულტიკულტურული ისტორია - ერთი ამბავი” - კულტუტული მემკვიდრეობის შენარჩუნების აუცილებლობაზე მოსწავლეებს ინფორმაცია უცხოელმა ექსპერტებმა მიაწოდეს. პროექტის მიზანი რეგიონის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. ინტერაქტიული გაკვეთილების სერია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.