ენმ პროკურატურასა და პარლამენტს მიმართავს

22 მარტი 2017, 20:00 803 ნახვა

“საპატრულო პოლიციის  თანამშრომელზე, - გია ხალვაშზე არსებობს ზეწოლის საფრთხე”- ეს განცხადება დღეს  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ გააკეთა.  ქამადაძე ითხოვს პატრულ – ინსპექტორის უსაფრთხოება, რომელმაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე  ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირება დაადასტურა, მაქსიმალურად იყოს დაცული. პატრულის თანამშრომელმა გია ხალვაშმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა მეწყვილემ მეგი ხუნწელიამ სასამართლოს საპატრულო პოლიციის საპირისპირო ჩვენებები მიზანმიმართულად მისცა, რადგან  ამის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დგას, რომელიც ხუნწელიას მეუღლეა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე მიმართავს პროკურატურას, დაინტერესდეს ორ უწყებას შორის არსებული დაპირისპირებით და გამოიძიოს საქმე, ასევე მიმართავს საქართველოს პარკლამენტს შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისა და გამოიკვლიონ დაძაბულობის რეალური მიზეზი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი