2 ოჯახი სოციალურ დახმარების აღდგენას ითხოვს

21 მარტი 2017, 20:00 687 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 21 ნომერში, იტალიურ ეზოში  მცხოვრები ელენე ჩერნოვა ამბობს, რომ სოციალური დახმარება 5 წელია მოუხსნეს, თუმცა, არაერთი თხოვნის შემდეგ, მას 40- ლარიანი დახმარება დაუნიშნეს. ოჯახში 6 წევრი ცხოვრობს მათგან 4 არასრულწლოვანია. სოციალური დახმარების უკანონოდ მოხსნაზე საუბრობს ამავე ეზოში მცხოვრები, 80 წლის მარტოხელა პენსიონერი ანგელინა სიამაშვილიც, რომელმაც არ იცის რა მიზეზით მოუხსნეს დახმარება.   
    სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ ოჯახებს, პროგრამულად გამოთვლილი ქულების საფუძველზე, დეკლარაციით ეხსნებათ ან ენიშნებათ სოციალური დახმარება. სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულმა პირებმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ოჯახის მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით, ერთი წლის შემდეგ ისევ უნდა მიმართონ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი