დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს.

20 მარტი 2017, 20:00 809 ნახვა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას  სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს.  
   „საქართველოში დღის წესრიგში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა დგას, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა.“- წერია განცხადებაში.  უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს, სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად  მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამავე კატეგორიაში