ჟურნალისტიკის დღეს მომავალ ჟურნალისტებთან

20 მარტი 2017, 20:00 1078 ნახვა

ჟურნალისტიკის  დღე  მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამაზე მომავალ ჟურნალისტებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ხელმძღვანელი ესაუბრა. ნათია კაპანაძემ ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავზობს. მან, ასევე,  შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ტელევიზიის პოლიტიკას, გადაცემებსა და მათ ფორმატს ეხებოდა. მომავალი ჟურნალისტები კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან მუშაობის ღიაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი