მოსახლეობამ ცენტრალური გზა 4 საათით გადაკეტა

20 მარტი 2017, 20:00 948 ნახვა

4 საათის განმავლობაში ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში ცენტრალური გზა  გადაკეტილი იყო. მოსახლეობა ჰესების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს. მაჭახლისპირელებმა ცენტრალური გზა დილის 8 საათზე გადაკეტეს და პროტესტის ამ ფორმით  ცენტრალური გზისა  და სოფელ  კირნათის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ხეობაში ორი ელექტროჰესი  შენდება.  გზის სავალი ნაწილის დაზიანებაც იმ მიძმე ტექნიკის გადაადგილებამ გამოიწვია, რომელიც იქ მუშაობს. აქციაზე  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.
 
   აქციის მონაწილეებთან ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე არჩილ ჩიქოვანიც მივიდნენ. მათი მოთხოვნით ადგილზე  ჰესების მშნებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ.  ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამგებელი და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებდნენ, რომ გზის რეაბილიტაციის თაობაზე თურქული კომპანიის წარმომადგენლებისგან  სიტყვიერი პირობა მიიღეს. მათი თქმით,  ვალდებულების თანახმად, კომპანია გზის კაპიტალურ რემონტს 2 დღეში დაიწყებს. თავად ჰესების მშენებარე კომპანიის  წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი