აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარ პრობლემა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტერგირებაა.

20 მარტი 2017, 20:00 959 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარ პრობლემა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტერგირებაა.  სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამა არ აქვს, თუმცა ამბობენ, რომ  ისინი, მათი საჭროების მიხედვით, სამინისტროს  სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართულები  და   სერვისებიც მათზეა  მორგებული. „ადრეული განვითარების მქონე  პირთა  რეაბილიტაცია“, ასე ჰქვია  პროგრამას  რომელსაც ქალაქის მერია ახორციელებს. მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ადრეული ასაკის ბავშვები არიან  ჩართულები. პროგრამა  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზეც არის გათვლილი და ის, სხვა მომსახურების გარდა , მეტყველებისა და ფიზიკურ თერაპიას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 172 ათას 800 ლარია. 
 მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, პროგამაში სულ 100 ბენეფიციარია ჩართული, მათგან 6 დაუნის სინდრომის მქონეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი