დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს უმასპინძლა. თარიღთან დაკავშირებით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ემსახურება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, რეგიონში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 5 პროგრამა მოქმედებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მონაცემებით, აჭარაში სულ დაუნის სინდრომის მქონე 33 პირია რეგისტრირებული, მათ შორის 25 15 წლამდე ასაკისაა. ღონისძიებაზე ორგანიზაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძეც იმყოფებოდა.