ინციდენტის გამოძიება

20 მარტი 2017, 20:00 999 ნახვა

ჯერჯერობით უცნობია, როდის და ვინ აუნაზღაურებს ქონებას  იმ პირებს, რომელთა  ავტომობილებიც  12 მარტს, გამთენიისას ერთ-ერთ ჯიხურში გამათბობლის აფეთქების  შედეგად  დაზიანდა. დაზარალებულები კომენტარს დღეს არ აკეთებენ,  პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ  გამოძიებამ  მათი მდგომარეობა შეისწავლა, პასუხს კი თვის ბოლოსთვის ელოდებიან. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, ისინი დაიკითხნენ, გამოძიებას შეკითხვები, ძირითადად, დაზიანებულ ქონებასთან დაკავშირებით ჰქონდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და  ექსპერტიზა დანიშნულია. საქმე კი, უწყების ინფორმაციით, 124-ე მუხლით აღიძრა, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ძალოვან უწყებაში ამ ეტაპზე  არ საუბრობენ. 

    შეგახსენებთ, ფიროსმანის ქუჩაზე, სავარაუდოდ წყლის გამათბობლის  აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ადგილზე ხალხი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც სამართალდამცავებს,  მათი ვარაუდით, აქციის მონაწილეებში აერიათ. ამბობენ, რომ მათ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი