სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ინვაზიური მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანის გავრცელების შესახებ აფრთხილებს. ის თხილის, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, ასევე, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ კვირის პრეს-კლუბში ბრიფინგზე ისაუბრა. მწერი განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლობის ძლიერი აფეთქების დროს, შესაძლოა, ზარალმა მოსავლის 70 პროცენტი დააზიანოს. ეროვნული სააგენტო მაის-ივნისში სპეციალურ კამპანიას დაიწყებს, სოფლებში საინფორმაციო ბუკლეტები გავრცელდება.
აჭარისთვის, გასულ წელს, ფრაროსანს დიდი ზიანი არ მიუყენებია. იგეგმება მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში დიდი რაოდენობით მწერი დაფიქსირდა, სურსათის უვნებლობის სააგენტო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს.