საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები სტუმრობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უცხოელ სტუმრებს ხვალ შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში აუდიენციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან არის დაგეგმილი. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და არასმტავრობო ორგანზიაციების წევრებსაც შეხვდებიან.