9 პირს პატიმრობა შეეფარდა

19 მარტი 2017, 20:00 753 ნახვა

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ  9 პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა, გირაოს შეფარდების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
   პროცესი 3 საათს მიმდინარეობდა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა.
    17 მარტს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, კიდევ 6 პირს  შეუფარდა, ხოლო ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 
   16 პირის საქმის არსებითი განხილვა  8 მაისს, 14 საათზე დაიწყება. მათ ბრალად  მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობა, პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ედებათ. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი