“სამი კუთხე” - ფოტოგამოფენა

18 მარტი 2017, 20:00 858 ნახვა

სამი კუთხე - ასე ქვია ფოტო და მულტიმედია ნამუშევრების გამოფენას,რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. ნამუშევრებში ასახულია მოზღვავებულ საინფორმაციო ნაკადში ყურადღების მიღმა დარჩენილი მოვლენები - კერძოდ, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებსა და ადამიანებზე. გამოფენის მიზანი ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნაა. სივრცეში წარმოდგენილია  30 ფოტოგრაფის ნამუშევარი რომლის დათვალიერებაც  მსურველებს 15 აპრილამდე შეეძლებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი