მოძველებული სასწრაფო დახმარების მანქანები

18 მარტი 2017, 20:00 884 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი რომელიც 4 თემის 30-მდე სოფელს ემსახურება სიძველისგან მწყობრიდანაა გამოსული. მოსახლეობა ახალი ავტომობილის გადაცემას ითხოვს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ახალ ავტომობილებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 112-ის ბრიგადებს მალე ახალი ავტომობილები ეყოლებათ. ხულოში ოთხი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია, მათგან თითო ავტომობილები ღორჯომის და სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულებს ემსახურება, ხოლო ორი დაბის ტერიტორიაზე გადაადგილდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი