ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ავთანდილ ბაკურიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო . წარმოდგენილი იყო 44 ფერწერული ნამუშევარი , როგორც პეიზაჟები და ნატურმორტები , ასევე პორტრეტები. მხატვარს კულტურის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობსთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა. ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს მუზეუმში 31 მარტამდე შეეძლებათ.