მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების მიზნით, ფერმერებს კაკლის ხის ნერგები დაურიგდებათ. „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ბათუმში 274 ფერმერს 25 ათასი ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგს გადასცემენ. ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, პროექტი მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურის ბაღების გაშენებას, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობასა და ფერმერთა და აგრომეწარმეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
პროგრამის ბიუჯეტი ბიუჯეტი 341 ათას 637 ლარით განისაზღვრა.