ცხოვრება საფრთხის ქვეშ

14 მარტი 2017, 20:00 767 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანადან ერთ კილომეტრში განმეორებითი მეწყერი ორი დღის წინ განვითარდა. ადგილობრივები სახელმწიფოს  კომპენსაციის დროულად გაცემას თხოვენ. საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, თხილვანელების გასახლება მარტის ბოლოდან დაიწყება.  მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილი 25 ათას ლარიან პროგრამას მასში შესატანი ცვლილებების პირობით  დათანხმდა. კონკრეტულად კი თხილვანის მოსახლეობამ 25 ათასი ლარით მიწის ნაკვეთი მათთვის სასურველ ტერიტორიაზე უნდა შეიძინონ და იქ სახლები გადაიტანონ. 
    შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყერი ორი თვის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე 64 ოჯახს შუქმნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი