გიორგი მღებრიშვილის ხულოში გამართული შეხვედრების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ სამმართველოში პოლიციელებს შეხვდა, რის შემდეგაც ადგილობრივებს გაესაუბრა. საუბარი ბათუმში, 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციას შეეხო.