“ეს იყო ძალადობრივი, დესტრუქციული ელემენტებით მართული ქმედება, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს” - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს.

13 მარტი 2017, 20:00 731 ნახვა

“ეს იყო ძალადობრივი, დესტრუქციული ელემენტებით  მართული ქმედება, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს”, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს.  გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ღამე განვითარებული მოვლენები  გამოხატვის თავისუფლების სფეროს გასცდა, შემდეგ კი ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. 
 
    აქციის ღამეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას გამოძიებისკენ  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ მოუწოდებს. . მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ ძალადობრივი და ვანდალური ქმედებები თავშივე უნდა აღკვეთილიყო. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები არ დაფიქსირებულა. 

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი