„ბათუმში, 11-12 მარტს გამართული საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს“, - ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მერიამ აღდგენითი სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარა. როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, საჭიროების შემთხვევაში, უწყება აჭარის მთავრობას დახმარებას თხოვს.