დიოკნისში სამი ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

12 მარტი 2017, 20:00 845 ნახვა

დიოკნისში მცხოვრები საგინაძეების სამი ოჯახი ერთი კვირაა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დიოკნისელების მტკიცებით, საცხოვრებელთან მისასვლელ გზაზე მეწყერი 7 მარტს გააქტიურდა, რის გამოც დასახლებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ვერ მიდიან. საგინაძეები გზის გაწმედას ითხოვენ.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში პრობლემის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორისგან გაიგეს. ხულოში უწყების წარმომადგენელ რაულ ბოლქვაძის განცხადებით, გზის გაწმენდა დღეს დაიწყება და გადაადგილება კი საღამოს იქნება შესაძლებელი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი