“ერთსულოვნების” დირექტორის რეგისტრაცია შეჩერდა

10 მარტი 2017, 20:00 1068 ნახვა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციის პროცესი დროებით შეაჩერა. მარეგისტრირებელი ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ სარეგისტრაციო პირობებს არ აკმაყოფილებს. კერძოდ, საპატრიარქოს, როგორც შპს “საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” ერთადერთ პარტნიორს, დირექტორის შეცვლის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული გადაწყვეტილება უნდა წარედგინა. საპატრიარქოს იურისტი განმარტავს, რომ ხარვეზი დროებითია და მის აღმოსაფხვრელად მზად არიან. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის პოსტზე დეკანოზი მიქაელ ფოფხაძეა წარდგენილი.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი