ისტორიული ზონის სტატუსი მორატორიუმის ნაცვლად?

10 მარტი 2017, 20:00 949 ნახვა

მორატორიუმის გამოცხადების ნაცვლად ძველი ბათუმი ისტორიული, დაცული ზონის სტატუსს მიიღებს - ამის შესახებ როგორც საზოგადოება “ბათომის” წევრები ამბობენ, ბოლო შეხვედრაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა. მერია ახლა კულტურის სამინისტროდან ისტორიულ-კულტურული ძეგლების საყრდენ გეგმას ელოდება, რომელიც 2009 წელსაა მიღებული და რომლის საფუძველზეც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა ტერიტორიის დაცვას.  რეგულაციების შემოღებამდე კი მშენებლობის ნებართვებზე მორატორიუმის გამოცხადებას. როგორც მერიაში გვითხრეს საყრდენი გეგმა ითვალისწინებს რეჟიმებს, რომლის მიხედვითაც დაზუსტდება ტერიტორიები მშენებლობისთვის. სამოქალაქო საზოგადოება ძველ ბათუმში მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით ბარათაშვილის 24 ნომერში ისტორიული შენობის დანგრევის შემდეგ გამოვიდა. 

ამავე კატეგორიაში