მორატორიუმი მშენებლობაზე

10 მარტი 2017, 20:00 983 ნახვა

მისაღებია თუ არა ძველ ბათუმში მშენებლობის ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება? ამ კითხვაზე მანუჩარ მახათაძე პასუხობს, რომ არა. არქიტექტორის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდება ძველი ბათუმის საზღვრები. და სწორედ მას შემდეგ შეიძლება კონკრეტული რეგულაციების გაწერა უბნების მიხედვით. საინიციატივო ჯგუფი „ დაიცავი ძველი ბათუმი“ ქალაქის ძველ უბანში მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით ბარათაშვილის 24 ნომერში ისტორიული შენობის დანგრევის შემდეგ გამოვიდნენ. ისინი ამ საკითხის განსახილველად ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი