ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ 64 სოფელში სანაგვე ურნების განთავსება დაიწყო.

08 მარტი 2017, 20:00 716 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ 64 სოფელში სანაგვე ურნების განთავსება დაიწყო. სოფლებიდან ნარჩენების გატანას წელს კომპანია "ქედის კომუნალ-სერვისი" უზრუნველყოფს. გამგეობამ ერთი თვის წინ, სესხით, სპეციალური ნაგავმზიდი შეიძინა. სოფლების ცენტრებსა და იმ მდინარეების მიმდებარედ, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრის, 80 ურნა განთავსდება.  „ქედის კომუნალ-სერვისი“ ნარჩენებს კვირაში სამჯერ გაიტანს.   სამომავლოდ დამატებით 50 ურნის შეძენა იგეგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი