ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის. აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2017-20 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. სხდომაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები განიხილეს, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.