მესამე დღეა ქობულეთის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

06 მარტი 2017, 20:00 877 ნახვა

მესამე დღეა ქობულეთის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემა ცენტრალური მილის დაზიანებამ შექმნა. წყალმომარაგება შეწყვეტილია  რუსთაველის ქუჩის 142-სა და აღმაშენებლის 198-დან ქუჩის ბოლომდე, ჩოლოქის მიმართულებით. მოსახლეობას სატელეფონო გზავნილებით აცნობეს, რომ დღეს წყლის მიწოდება აღდგებოდა, თუმცა, მილის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს. „ქობულეთის წყლის“ დირექტორის მოადგილის თქმით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი