საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი ხედვის გაანალიზება და ამ მიმართულებით რეკომენდაციების წარდგენა – ამ წუთებში ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრები კონფერენციაზე მსჯელობენ. დღესვე ასევე ის საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება, რომლებიც პარლამენტს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარუდგინა. შეხვედრას სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმეტნის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.