პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

05 მარტი 2017, 20:00 740 ნახვა

პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლითაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. საკითხის განხილვა მთავრობამ დაჩქარებული წესით მოითხოვა.  კანონში დაგეგმილ ცვლილებას დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. 
   აღნიშნული ცვლილებებით ყველა იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა განეხორციელებინა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი