რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც ავრცელებენ.

05 მარტი 2017, 20:00 785 ნახვა

რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას  ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც ავრცელებენ. ჟურნალისტები  იმედოვნებენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე  შეჩერების მექანიზმს გამოიყენებს და რუსთავი 2-ს შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე, მაუწყებლობა გააგრძელოს.  
ჟურნალისტების შეფასებით აღნიშნული ტელეკომპანიის საქმე საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან ჩანდა  რომ პროცესი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ იყო. 
დოკუმენტში ასევე საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზეც. ნათქვამია რომ რუსთავი 2-ის საქმის პარალელურად  მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობა ეჭვქვეშაა. მათი გეგმა  2018 წლამდე ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს. 
განცხადებას ხელს  სხვადასხვა მედია საშუალებიდან 70-ზე მეტი ჟურნალისტი  აწერს. 

ამავე კატეგორიაში