''რუსთავი 2''-ის სასამართლო

01 მარტი 2017, 20:00 818 ნახვა

უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარზე მსჯელობს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილავს. დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება. არ არის გამორიცხული, სასამართლომ დავაზე გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს.
   საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც ”რუსთავი 2”-ის წილები არხის ძველ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ამავე კატეგორიაში