,,მომავლის თაობა“

28 თებერვალი 2017, 20:00 868 ნახვა

სასტუმრო „ინტურისტში“ პროგრამის  ,,მომავლის თაობა“ შუალედური ღონისძიება გაიმართა.  ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორ განცხადებით, შეხვედრაზე რეგიონის  პარტნიორ სკოლებში  გაწეული მუშაობა შეფასდა. მაია ქათამაძის ინფორმაციით, პროექტის აქტიურ მონაწილეებს სერთიფიკატებიც გადაეცათ. დღესვე „მომავლის თაობაში“ გაწეული საქმიანობისთვის  სამოქალაქო განათლების პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
(მაია ქათამაძე)
   პროგრამაში „მომავლის თაობა“ საქართველოს მასშტაბით სულ 480 სკოლა,  აჭარიდან კი 53 სასწავლო დაწესებულებაა ჩართული. პროექტი ბათუმში უკვე მესამე წელია მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი