შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში მცხოვრებ ნუგზარ ჭაღალიძის საცხოვრებელს ნახევარი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. 5-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად, ნუგზარ ჭაღალიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა. ბარათაულელების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლა, უგზოობის გამო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ვერ შეძლეს.