საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს. ქვეყნის უზენაეს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე დღეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მსჯელობენ. ერთ-ერთი ინიციტივის მიხედვით, რომელიც დღეს განიხილება, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრთა არანაკლებ 5 პროცენტს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მიენიჭოს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ საფრთხე თვითმმართველობის გარანტიებს ემუქრება. მმართველი გუნდის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება.