„პარლამენტი, დღეს, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს.

28 თებერვალი 2017, 20:00 881 ნახვა

 „ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა. თავისი არსით, ეს  აღმასრულებელი ფუნქციაა, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, ბოლო წლებში უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის საქმეს ეფექტურად ახორციელებს. 
    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძეს  კი მიაჩნია,  რომ კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტი  პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამ კანონპროექტში ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც შემდგომში შეიძლება დაიხვეწოს. 
     პარლამენტი, დღეს, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. ოპოზიცია   განხილვაში არ მონაწილეობს. 
    17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იქმნება, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი