საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ქალთა თანასწორობის საკითხების დაყენებას საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებში სიცილი და ღლიცინი მოჰყვა“. სხდომები ჟურნალისტებისვის დახურულია.
“განსაკუთრებით იმედგაცრუებული დავრჩი იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან არ იყო ადეკვატური რეაქცია საკითხთან დაკავშირებით, ისიც შეუერთდა ამ სიცილს,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ეთქვა, რომ აქ საკითხის მნიშვნელობაზე არავინ დაობს, მაგრამ კონსტიტუციაში არ არის ადგილი ამის ჩასაწერად. თუმცა, ნათლად გამოჩნდა, რომ საკითხზეც ბევრი დაობს,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.